პროექტის
სახელწოდება: სახლების გეოგრაფია
პროექტის მთავარი იდეა
(თემა): მოსწავლეებმა გააცნობიერონ,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რაზეა დამოკიდებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
სახლების სხვადასხვა მასალითა და სხვადასხვა ტიპის გადახურვით აშენება.
პროექტის აქტუალობა: დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსწავლეს ქონდეს ინფირმაცია
თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაინტერესდებიან და შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
ყურადღებას გაამახვილებენ, მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეების
სახლების შესახებ, შეგვიძლია მოსწავლეებს ბლოგზე დავადებინოთ თავიანთი ნამუშევარი,
ფოტო და ვიდეო მასალა განვათავსებინოთ ინტერნეტში. შეგვიძლია შევქმნათ ჟურნალი სურათებით,
ფოტოალბომი.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
პროექტორი, შესაბამისი ლიტერატურა, ვიდეო და ფოტომასალები, მშობლების დახმარება.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები: მოსწავლეებს დავყოფ
4-5 კაციან ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ ვინ რომელი კუთხიდან არის წარმოშობით. დავავალებ
მათ მოიძიონ ინფორმაცია საკუთარი კუთხეების შესახებ როგორც ინტერნეტიდან და წიგნებიდან,
ასევე მშობლების და ბებია-ბაბუების მონათხრობის მიხედვით. დავავალებ, მოინახულონ კუს
ტბაზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი და თავის თვალით ნახონ იქ განთავსებული სხვადასხვა
კუთხის სახლებისა და ეზოების ნიმუშები.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია ისტორიასთან, ფიზიკასთან, ბიოლოგიასთან,
ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): გეოგრაფიისა
და ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი ქეთევან
ბალალაშვილი.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
balalashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment